პანკისში დაშავებული პოლიციელების ნაწილმა თელავის რეფერალური საავადმყოფო დატოვა

ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, პანკისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული 17 პაციენტი მკურნალობას.

დაშავებული სამართალდამცავების ნაწილმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა, თუმცა 15 პოლიციელი და პანკისის 2 მკვიდრი ჯერ ისევ მედიკოსების დაკვირვებას საჭიროებს.

ექიმის თქმით, არცერთ მათგანს ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება არ აღენიშნება და ქირურგიურ ჩარევას არ საჭიროებს, თუმცა ღამე მათი სტაციონარში დარჩენა გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ პანკისში დღეს მომხდარი დაპირისპირების დროს, ჯამში 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან უმეტესობა პოლიციელია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს