რუსთავში აფთიაქი დაიწვა

რუსთავში აფთიაქი დაიწვა

რუსთავში, წუხელ გვიან ღამით ერთ-ერთ აფთიაქში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მე-20 მიკრორაიონში აფთიაქ „იბერია +“-ში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

წინასწარი ინფორმაციით, დაიწვა 25 კვადრატული მეტრი ფართი, განადგურებულია სააფთიაქო ინვენტარი და მედიკამენტები.

ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.