ანრი ოხანაშვილი - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან პარალელის გავლება ჩვენი ოპონენტების ოცნებაა

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან პარალელის გავლება ჩვენი ოპონენტების ოცნებაა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უკრაინის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება ოპოზიციას იმედებს გაუწბილებს.

„უკრაინის შიდა პარტიული საკითხები როგორ განვითარდება, ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება იქაურ მოვლენებთან დაკავშირებით პარალელის გავლენას, ეს არის ჩვენი ოპონენტების ოცნება, თუმცა მათ კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოება გაუწბილებს იმედებს იმ თვალსაზრისით, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენი საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერით იქნება წარმოდგენილი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა