სალომე სამადაშვილი - სუს-ის რესურსები ოპოზიციის შევიწროვებისკენაა მიმართული

სუს-ის რესურსები მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროვებისთვის ნაცვლად იმისა, რომ ეს რესურსები მიემართებოდეს იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში სუს-ის 2018 ანგარიშის წარდგენამდე განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ამ ყველაფერის შედეგებს ყველა ხედავს.

„მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ სუს-ის რესურსები, სამწუხაროდ, მიმართულია ოპოზიციის შევიწროვებისთვის ნაცვლად იმისა, რომ ეს რესურსები მიემართებოდეს იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება და ამის შედეგებს ვხედავთ. შედეგი კი არის ის, რომ მკვეთრად არის გაუარესებული ჩვენი უსაფრთხოების ვითარება ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე. ვხედავთ, რომ გრძელდება ჩვენი მოქალაქეების გატაცება და მკვლელობა. ვხედავთ რაც მოხდა პანკისში, რაც არის სერიოზული გამოწვევა. საინტერესოა, რა პასუხი აქვს სუს-ს დღემდე გამოუძიებელ მაჩალიკაშვილის მკვლელობაზეც“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა