კონკურენციის სააგენტო - ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგი კვლავ მიმდინარეობს

„საქართველოს კონკურენციის სააგენტო“ 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გასული წელს, სააგენტო 6 სასაქონლო/მომსახურების ბაზრის მონიტორინგს ახორციელებდა.

კერძოდ, ესენია: 1) საავტომობილო საწვავისა და გაზის ბაზრის მონიტორინგი; 2) ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგი; 3) სასტუმროების ონლაინ-დაჯავშნის ბაზრის მონიტორინგი; 4) ავტო-დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი; 5) ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი; 6) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, უწყებაში განმარტავენ, დასრულდა სასტუმროების ონლაინ-დაჯავშნის ბაზრის მონიტორინგი, ხოლო დანარჩენი ბაზრების და მათ შორის ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგი მიდინარეობს.

„ამ ეტაპზე „საქართველოს კონკურენციის სააგენტო“ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს მიღებული შედეგები იქნება საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი", -აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბრიდან მაღაზიებში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა. იმავე დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკითხის შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაავალა, რამდენადაც კეთდებოდა შეფასებები, რომ შესაძლოა, ფასის მატება არაჯანსაღი კონკურენციით ყოფილიყო გამოწვეული.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife