შს მინისტრის მოადგილეებმა დაშავებული პოლიციელები მოინახულეს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე და მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად, თელავის სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებოდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილეები პირადად დარწმუნდნენ, რომ საავადმყოფოში მოთავსებული სამართალდამცველების მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველები იმ დროს დაშავდნენ, როდესაც გუშინ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციას თავს დაესხა და მათ ჯოხები და ქვები დაუშინა. ინციდენტის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს