სოფელ ბირკიანში შეკრებილები - პანკისში გუშინ მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება

პანკისში გუშინ მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება, - ასე გამოეხმაურნენ ადგილობრივები შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას.

ადგილობრივები ამ წუთებში სოფელ ბირკიანში არიან შეკრებილები და მომხდარ ინციდენტს განიხილავენ. ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცველთა რაოდენობამ მათი პროვოცირება გამოიწვია. მათივე თქმით, მთავრობის წევრებმა მოიტყუეს,როდესაც განაცხადეს, რომ მოლაპარაკების შედეგად მოსახლეობა ჰესის მშენებლობაზე თანახმა იყო.

„ამდენი პოლიციელი და სპეცრაზმელი რატომ შემოიყვანეს, თუ ამბობენ, რომ თანახმა ვიყავით, ამდენი სპეცრაზმი და ტექნიკა რატომ შემოიყვანეს?გუშინ არ მოხდა კარგი ფაქტი, მაგრამ თუ დაიწყეს ადამიანების დაჭერა არ გავჩერდებით. არ გაბედონ და არ დააკავონ არც ერთი", - აცხადებენ ადგილობრივები.

შს მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ თითოეულ კადრს გაანალიზებენ და ნახავენ, ვინ ვის რა ესროლა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კი, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც შს სამინისტროს თანამშრომლებზე იძალადა, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს.

იხილეთ ვიდეო: პანკისში გუშინ მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება - სოფელ ბირკიანში შეკრებილები

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა