ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მოსახლეობის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

სოფელ ბანცურთკარში ხორციელდება მისასვლელი გზის მოხრეშვის სამუშაოები, ხოლო სოფელ თანდილაანთკარში გაიწმინდა ხევის კალაპოტი. სამუშაოებს აწარმოებს შპს „ჟინვალი“.

სოფელ პავლეურში, ზოტიკიანთკარსა და შალიკიანთკარში, სადაც გარე განათება არასდროს ყოფილა და აღნიშნული ფაქტი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას ღამით მუდმივ პრობლემას უქმნიდა, ამჟამად მიმდინარეობს გარე განათების მოწყობის სამუშაოები და მას შპს „მური“ ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა