პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელებიდან ერთი თბილისში გადმოიყვანეს

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მყოფი 15 პოლიციელიდან, რომლებიც გუშინ, პანკისში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდნენ, ერთი რეანომობილით თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადმოიყვანეს, ერთი კი, სახლში გაწერეს. რაც შეეხება დანარჩენ 13 პოლიციელს, ისინი კახეთის სამხარეო პოლიციის მთავარ დეპარტამენტში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირებისას 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა