პრეზიდენტის აზრით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა არჩევის ფარულ კენჭისყრას შეეხება, უხერხულობას ქმნის

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა არჩევის ფარულ კენჭისყრას შეეხება, უხერხულობას ქმნის.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და ზოგადად, მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ საკითხზე პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა ხუთი ძირითადიდან გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს.

უნდა აღვნიშნო, რომ ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ქმნის ერთგვარ უხერხულობას, რადგან 2014 წელს სწორედ, ფარული კენჭისყრა იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა