ელენე ხოშტარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს „კლანი“ და მონა მოსამართლეები მოვაცილოთ ჩვენს სახელმწიფოს

დღეს შუაგულში ვურტყამთ „კლანს“, რომელმაც პარლამენტს კულუარული გარიგებითა და პარტიული დავალებით, სასურველი მოსამართლეებით გადმოუგდო ფურცელი, - ამის შესახებ „ევროპული საქარათველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მან მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატ შალვა შავგულიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პარლამენტში "ევროპული საქართველოს" საპარლამენტო ფრაქციის მიერ წარდგენილ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც იუსტიციის საბჭოდან სამი პირის გაწვევას ეხება.

„თვეების განმავლობაში „ქართული ოცნებისგან" ვიხილეთ უტიფარი მცდელობა, გადაეფარონ კლანს და კლანის გამოყენებით მოგვახვიონ თავს სასამართლო ათწლეულებით, მაგრამ დავპირდით საზოგადოებას, რომ გამოვიყენებთ ბრძოლის აბსოლუტურად ყველა წესს: პარლამენტის შიგნით, მის გარეთ, რათა ეს უბედურება არ დაატყდეს თავს ჩვენს სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ვურტყამთ შუაგულში იმ „კლანს“, რომელმაც დაარღვია კანონი და კულუარული გარიგებით და პარტიული დავალებით გადმოუგდო პარლამენტს ფურცელი მათთვის სასურველი შემსრულებელი მოსამართლეებით. ჩვენ აქ არ ვლაპარაკობთ, ვინ მოგვწონს და ვინ - არა, არამედ ვლაპარაკობთ კანონდარღვევაზე, არაჯეროვნად მათი მოვალეობის შესრულებაზე, რაც ავალდებულებს პარლამენტს, განიხილოს მათი გამოყვანის საკითხი. თუ პარლამენტი გამოყვანის წინააღმდეგ წავა, ყველა ცალკე აღებულმა პარლამენტის წევრმა უმრავლესობიდან აიღოს პასუხისმგებლობა, რომ უკანონობას კიდევ ერთხელ დაუჭერენ მხარს იმისთვის, რომ გაიტანონ მათთვის სასურველი სასამართლო. ეს ბრძოლა პარლამენტში გაგრძელდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კლანი და თავს მოხვეული მონა მოსამართლეები მოვაცილოთ ჩვენს სახელმწიფოს თავიდან", - განაცხადა ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა