რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ოჯახმა გოგონას გაუჩინარების თაობაზე პოლიციას დღეს მიმართა.
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.