15 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახის მიმართვის საფუძველზე სამართალდამცავები ეძებდნენ, იპოვეს

15 წლის გოგონა, რომელსაც  ოჯახის მიმართვის საფუძველზე სამართალდამცავები  ეძებდნენ, იპოვეს

15 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახის მიმართვის საფუძველზე სამართალდამცავები რუსთავში ეძებდნენ, ნაპოვნია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და უკვე ოჯახშია. 15 წლის გოგონას ოჯახის წევრებმა სამართალდამცავებს, მისი დაკარგვის თაობაზე დღეს დილით მიმართეს და სამძებრო სამუშაოების წარმოება სთხოვეს.