ბორჯომის მერმა წარმატებული პედაგოგი მადლობის სიგელით დააჯილდოვა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი, მოადგილეებთან და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად წაღვერის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და წარმატებული პედაგოგი მონიკა ჭანტურია მადლობის სიგელით დააჯილდოეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,ქალბატონი მონიკა, საქართველოს მასშტაბით გამართულ კონკურში ქართული ენისა და ლიტერატურის 5 საუკეთესო მასწავლებელს შორის, სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა. მთავარ დაჯილდოებაზე კი ეროვნული ბიბლიოთეკის რჩეული პედაგოგი გახდა.

ხელმძღვანელმა პირებმა მას მიულოცეს მიღწეული წარმატება და მადლობა გადაუხადეს სასწავლო პროცესში ინოვაციური და განსაკუთრებული მიდგომების დანერგვისათვის.

როგორც მერმა აღნიშნა, პედაგოგის წარმატება ბორჯომის წარმატებაა, მისი სწავლის მეთოდი და საქმისადმი დამოკიდებულება კი სამაგალითოა სხვებისთვისაც.

შეხვედრის ბოლოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სკოლის ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, რომლის სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფარგლებში განხორციელდა.

ასევე, წაღვერის საჯარო სკოლაში წელს კიდევ ერთი სიახლეა დაგეგმილი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, სკოლის ტერიტორიაზე გარე-სპორტული მოედნის მოწყობა მოხდება“ , - ნათქვამია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას