„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი - ჩვენ არ გვითქვამს, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოლოგიას ვცვლით, ჩვენ ვთქვით, რომ მის შეცვლას არ გამოვრიცხავთ

ჩვენ არ გვითქვამს, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოლოგიას ვცვლით. ჩვენ ვთქვით, რომ ამ მეთოდოლოგიის განხილვასა და მის შეცვლას არ გამოვრიცხავთ, - ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოლოგიის შეცვლა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე არ არის დამოკიდებული.

„ამის შეცვლა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ მინიმალურ სასურსათო კალათაზეა დაფუძნებული. თუ მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობა შეიცვლება, ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებების განხორციელება ჩვენც მოგვიწევს, რადგანაც საქსტატი ამ შემთხვევაში ახორციელებს იმ მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულების შეფასებას“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ, რომლის განცხადებითაც, საქსტატის კარი, როგორც ექსპერტებისთვის, ასევე ნებისმიერი მომხმარებლისთვის ღიაა.

რაც შეეხება კითხვას, შეიძლება საკმარისი იყოს თუ არა საარსებო მინიმუმი, რომელიც 2019 წლის მარტის თვის მონაცემებით, ოთხსულიანი ოჯახისთვის 321 ლარს შეადგენს, გოგიტა თოდრაძემ უპასუხა, რომ ეს არასწორი შეკითხვაა.

„ეს არასწორი შეკითხვაა. საარსებო მინიმუმი არ არის ის მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს თანხა არის საკმარისი თუ არა. საარსებო მინიმუმი თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არის იმ ფიზიოლოგიურად აუცილებელი ნორმების გათვალისწინებით, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სახით გამოხატული ენერგეტიკული ღირებულება, რომელიც საკმარისი კი არა, აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა სიცოცხლის უნარი შეინარჩუნოს“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად