აკაკი ზოიძე - ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგები საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო არ არის

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგები საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო არ არის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდეს იმის თაობაზე, თუ საიდან არის ეს ექსპოზიცია ტყვიასთან.

„ძალიან კარგია, რომ მთავრობას პრობლემასთან გასამკლავებლად მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტული ღონისძიებების გეგმა აქვს ჩამოყალიბებული. გეგმა შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელთაც ზუსტად ასეთი სიტუაცია ჰქონდათ გასული საუკუნის 80-იან წლებში.

საყურადღებოა, რომ თბილისში, სადაც თითქოსდა უნდა ყოფილიყო ტყვიის უფრო მაღალი კონცენტრაცია, ეს ასე არ არის და სინამდვილეში შედარებით მაღალი კონცენტრაცია რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა. სწორედ კომპლექსური კვლევის ჩატარების აუცილებლობაა ჰაერში, გარემოში, ნიადაგში და საკვებში, წყაროს დასადგენად.

ამ დრომდე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ჰაერში მონიტორინგი ტარდება მუდმივად. გარდა ამისა, გარემოს დაცვის კომიტეტმა გააკეთა თემატური მოკვლევა ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით და იქ ნათლად გამოჩნდა, რომ ჰაერი წესით ძირითადი დაბინძურების წყარო არ უნდა იყოს ისევე, როგორც ბენზინი და ანალოგიური მდგომარეობაა საკვებთან მიმართებაში.

გვახსოვს, სუნელებთან დაკავშირებული შემთხვევები, მაგრამ ვინაიდან ბავშვები სუნელებს ამ ასაკში არ მოიხმარენ და კვლევის შედეგები კი ეხება 2-დან 7 წლამდე ბავშვებს, იმ ასაკს, როდესაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ადამიანი ტყვიის მავნე ზემოქმედების მიმართ, ესეც ვერ იქნება ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაციის მომატების მიზეზი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ტყვიით დაბინძურების წყარო დადგინდება, პროფილაქტიკურ სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდება კონკრეტული მიზეზის აღმოსაფხვრელად მიმართული ღონისძიებების გატარება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ