დავით გაბაიძე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმში, ამერიკულ კუთხეში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

გამოფენა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი და ამერიკის საელჩოს პრეს-ატაშე კრისტოფერ დავენფორთი დაესწრნენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საწყის წლებს ასახავს.

მე-19 საუკუნის 90-იან წლებში ბათუმში შეერთებული შტატების პირველი საკონსულოს გახსნამ სათავე დაუდო შემდგომ დიპლომატიურ ურთიერთობებს. პოსტერებზე წარმოდგენილია 1897-1970 წლების მანძილზე გადაღებული ფოტომასალა, რომელიც ასახავს ამერიკელი კონსულების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და მოგზაურების ვიზიტებს ბათუმში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა