ადვოკატის ინფორმაციით, ზუგდიდში მოწამლული უკრაინელი ბავშვების თანმხლებმა ქალმა, შესაძლოა, საქართველოს თავშესაფარი სთხოვოს

ზუგდიდში მოწამლული უკრაინელი ბავშვების თანმხლებმა ქალმა, შესაძლოა, საქართველოს თავშესაფარი სთხოვოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უკრაინის მოქალაქის, იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა. მისივე თქმით, სუსლიაკი დნმ-ის ანალიზის გაკეთებას აპირებს, რითაც დამტკიცდება, რომ ბაშვები სუსლიაკისა და მისი ქმრის შვილები არიან.

ადვოკატის ინფორმაციით, ათი არასრულწლოვანიდან ოთხი ცოლ-ქმრის საერთო შვილია, ხოლო ექვსი ქმრის ბიოლოგიური მასალით სუროგატმა დედებმა გააჩინეს.

„თუ ამ რეჟიმში ყოფნა გაგრძელდა, არ არის გამორიცხული მოითხოვოს თავშესაფარი. მას არ აქვს თავისუფლად გადაადგილების საშულება, მართალია ის არ არის პატიმრობაში, თუმცა მას აქვს მოწმის სტატუსი და ეზღუდება საზღვრის დატოვება. გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც წერტილს დაუსვამს ამ ეჭვებს. ქალბატონი დნმ-ის ანალიზს გაიკეთებს. აქვე გამოჩნდება მამის დნმ-იც, რითაც დადასტურდება, რომ დანარჩენი ექვსი ბავშვი მისი ქმრის შვილია. ათი ბავშვიდან ამ ქალის ბიოლოგიური შვილი არის ოთხი, აქედან სამი დაიბადა უკრაინაში ერთი კი, რომელიც ათი თვისაა, გაჩნდა ამერიკაში. დანარჩენი ექვსი არის სუროგატი დედების მიერ გაჩენილი. ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის დადასტურებული. მას აგრეთვე გააჩნია უფლება, რომ საზღვარზე გადაიყვანოს ბავშვები. გამოძიება დაიწყო ექიმის ინფორმაციის საფუძველზე, მას შემდეგ რაც მათ აღმოაჩინეს, რომ 4 ბავშვი ერთი და იგივე წელს არის დაბადებული“, - ამბობს ადვოკატი.

მისივე განმარტებით, ცოლ-ქმარმა უკრაინა ბიზნეს მეწილეებთან უთანხმოების გამო დატოვეს, თუმცა მათ სამართალდამცავებთან პრობლემა არ ჰქონიათ.

„ოჯახი ცხოვრობდა უკრაინაში. ქმარს ჰქონდა ბიზნესები და მეწილეებთან შეექმნა პრობლემები. რადგან ეს მეწილეები იყვნენ გავლენიანები, მან ჩათვალა, რომ უკრაინაში საფრთხე ემუქრებოდა და ჩავიდნენ ამერიკაში. იქიდან მათი დეპორტაცია მოხდა. შესაბამისად, ცოლი საქართველოში გამოემგზავრა, ქმარი კი რუსეთში. სწორედ ახლა ცოლ-ქმარი აფხაზეთში უნდა ჩასულიყვნენ, სადაც უნდა ეცხოვრათ ცოტა ხნით მაინც, მყუდროდ“, - ამბობს თოდუა.

უკრაინელი ქალის და 10 ბავშვის ზუგდიდში ყოფნის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ამის მიზეზი ბავშვების საკვებით ინტოქსიკაცია გახდა.

შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი) დაიწყო. შსს-ში განმარტავენ, რომ ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ