აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების  მიმდინარეობას გაეცნო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის კეთილმოწყობის ბოლო ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 740 367 ლარია.

აბაშის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა განათების ქსელი, გაკეთდა ახალი სავალი ბილიკები და ტროტუარები, მოეწყო გრანიტის ქვაფენილი, ამფითეატრი, ჭადრაკის მოედანი, გაზონები და შადრევანი. არსებული საბავშვო მოედნის ნაცვლად, ახალი მოედანი მოეწყო და შეივსო მცირე ზომის სათამაშო ნაგებობებით.

პარკის ტერიტორიაზე განთავსდა ახალი ურბანული ავეჯი - სკამები, ურნები, საყვავილეები, დასალევი წყლის სოკოები. შესრულდა სხვადასხვა ტიპის სამუშაოები. უახლოეს პერიოდში პარკში უფასო wi-fi დამონტაჟდება.

სამუშაოები შპს “ჯეო პარკმა“ შეასრულა. ამჟამად, აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანო “თი აი ეი ჯი აუდიტექსკორტი“ საბოლოო აზომვით სამუშაოებს ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა