„გალერეა yeard“ -ში ფონდ „ღვთისშვილების“ მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო

„გალერეა yeard“-ში საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო, სადაც 60 მხატვრის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. როგორც "გალერეა yeard-ის ხელმძღვანელმა, ია ბოკუჩავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქველმოქმედო ფონდის შემოწირულობებიდან წელს, აღსანიშნავია გიგლა ლეონიძის ხელნაწერი და თავად პატრიარქის შემოწირულობა: ზარდახშა, საკმეველი და მისი ბიოგრაფიულო წიგნი.

მისი თქმით, გამოფენიდან შესული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მოხმარდებათ.

"უკვე მესამე წელია, ტრადიციულად სააღგომოდ, yeard gallery უთმობს თავის სივრცეს საქველმოქმედო ფონდს "ღვთისშვილებს". ამ ფონდის ბენეფიციარები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების გაყიდვის შემთხვევაში, თანხა მთლიანად ჩაერიცხება ამ ფონდს. 60 მდე მხატვარი მონაწილეობს და სხვადასხვა ნამუშევრები არის წარმოდგენილი, როგორც ცნობილი, ისე ახალგაზრდა მხატვრების. საბაზრო ფასებთან შედარებით, უფრო დაბალი ფასები აქვს მითითებული. რამდენიმე მყიდველი უკვე გამოჩნდა", - გაცხადა ია ბოკუჩავამ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის გამოფენები, საქველმოქმედო ფონდ "ღვთისშვილების" მიერ, წელიწადში ორჯერ, აღდგომის და შობის დღესასწაულების წინ ეწყობა.

იხილეთ ვიდეო: გალერეა Yeard-ში ფონდ "ღვთის შვილების" ორგანიზებით საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა