ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას განახორციელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დაგეგმილია ქალაქ ზუგდიდის თამარ მეფის ქუჩის 2.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, სადაც სამუშაოები მაისში დაიწყება და 5 თვეში დასრულდება, პროექტის ღირებულება 5 373 373 ლარია.

ასევე იგეგმება: ქალაქ ზუგდიდის თაბუკაშვილის ქუჩის 1,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, სამუშაოები მაისში დაიწყება და 5 თვეში დასრულდება, პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 344 332 ლარია; კოსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის 2,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, აღნიშნულ პროექტზე, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება მიმდინარეობს, რის შემდგომაც გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე. სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება 5 015 400 ლარია და მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ასევე, წლის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ 6 ქუჩის რეაბილიტაცია: ჯანაშიას და ხელაიას ქუჩების 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ზვიად გამსახურდიას ქუჩის 1, 48 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ლაზის ქუჩის 2.08 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ჩიქობავას ქუჩის 1,65 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ბარამიას ქუჩის 1,25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და ქობულეთის ქუჩის 0,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

ექვსივე გზის საპროექტო მომსახურებაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება. აღნიშნული გზების პროექტირება 5 თვეში დასრულდება, თუმცა ეტაპობრივად მოხდება ცალკეული გზების პროექტის მიღება და ასევე ეტაპობრივად გამოცხადდება აღნიშნული გზების რეაბილიტაციის ტენდერები.

ქ. ზუგდიდის 9 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ობიექტზე მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 59.3 მლნ ლარია. 10 ობიექტზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს რომელთა ჯამური ღირებულება 42.2 მლნ ლარია, ხოლო 17 ობიექტზე წლის განმავლობაში ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები დაიწყება.

2018 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთს რეგიონში 27 პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდა 37 კმ- მდე გზა, ჯამური ღირებულებით 65 628 მლნ. ლარი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა