პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე - ხალხის გამოკითხვასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ არავის დაკავება არ უნდა მოხდეს

ჩვენ ვდგავართ ჩვენი ხეობის გვერდით, ძალით და ხალხის ნების გარეშე ჰესის აშენება არ გამოვა, - ამის შესახებ პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა.

ზელიმხან წუწაშვილის განმარტებით, ჰესის - "ხადორის 3" მშენებლობის გაგრძელება მათვის მოულოდნელი იყო იმ ფონზე, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მორიგი შეხვედრა თბილისში იყო დაგეგმილი.

"ჩვენსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის რამდენჯერმე შედგა შეხვედრა, თუმცა ეს თანხმობას არ ნიშნავდა. ჩვენ მათ შემოთავაზებებს განვიხილავდით, რადგან წინა ჰესების შემთხვევაში ხალხი მოტყუებული დარჩა და დაპირებები არ შესრულდა .

გვესმის, რომ ჰესები ენერგოუსაფრთხოებისთვის აუცილებელია და ამის წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ აუცილებელია რისკების გათვალისწინება და ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილება, რა კუთხითაც მოლაპარაკებები გრძელდებოდა და მორიგი შეხვედრა თბილისში იყო დაგეგმილი.

ამ ფონზე ჰესის სამუშაოების გაგრძელება და პოლიციის შემოყვანა მოულოდნელი იყო. სწორედ ამიტომ მოხდა ეს დაპირისპირება. ვფიქრობ, ახლა მომხდარის ვინმეზე გადაბრალების დრო არ არის.

ხალხის გამოკითხვასთან დაკავშირებით, რაც გამოძიების ინტერესებშია, პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ არავის დაკავება არ უნდა მოხდეს.

დღეს შეხვედრა თუ იქნება, მივალთ უხუცესები და მოლაპარაკებებში ჩავერთვებით," - განაცხადა ზელიმხან წუწაშვილმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში