ჩხოროწყუში სახლში ხანძარი გაჩნდა

ჩხოროწყუში სახლში ხანძარი გაჩნდა

ჩხოროწყუში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა სახლიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს.

დამწვარია საცხოვრებელი სახლის მეორე სართული, დაახლოებით 150 მ² ფართობი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ განუცახდა, დაზარალებულებს 5 ათასი ლარით დაეხმარებიან.

„ჩვენი რესურსებით, 5 ათასი ლარით დავეხმარებით ოჯახს და ასევე ხის მასალებისთვის სამხარეო ადმინისტრაციასთან შუამდგომლობასაც გავუწევთ“, - აღნიშნა გოგუამ.

ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.