ადვოკატი - ლევან ჯიბღაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულია 0.5 გრამი კოკაინი და ტაბლეტის 2 ნატეხი - ე.წ. კლუბური ნარკოტიკი

0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი, ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკისას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნარკოდანაშაულზე ბრალდებული მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვიტა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება.

"ვინაიდან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა სახეობის და რა ოდენობის ნარკოტიკი იქნა ჩხრეკის შედეგად ამოღებული.

როცა საუბარია დიდ ოდენობაზე, ეს არის სამართლის ენა. ეს დიდი ოდენობა სულ, 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკია. ეს არის სულ ის ნარკოტიკული საშუალებები და ნივთიერება, რაც ამოღებული იქნა ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად", - განაცხადა გიგუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: რამდენი და რა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან - სახეობასა და რაოდენობებს ადვოკატი ასახელებს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს