გორში მოსახლეობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გორში სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორისა და ადილობრივი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მასზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) 2019 წლის განმავლობაში ჩატარებულ შეხვედრებზე იმსჯელეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს IPRM-ის მიმდინარეობის შესახებ, თემებზე, რომლებიც აღნიშნულ შეხვედრებზე განიხილებოდა და ხაზი გაუსვეს მისი შეუფერხებლად გაგრძელების აუცილებლობას.

„ეს შეხვედრები ტრადიციულია, უკვე რამდენიმე წელია, ტარდება. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილება ის საკითხები, რომლებიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრებზე იყო დასმული.

დღევანდელ შეხვედრაზე ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. დაისვა საინტერესო კითხვები, რომლებზეც მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გავეცით. ვთვლით, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ძალიან სასარგებლოა და მომავალშიც აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მოსახლეობის ინფორმირება იმაზე, თუ რა ხდება მოლაპარაკებებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მიმდინარეობს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა