ადგილობრივების განცხადებით, პანკისის მოსახლეობა შეთანხმდა, რომ ჰესების მშენებლობაზე დიალოგი კატეგორიულად გამორიცხულია

სახალხო კრება, რომელიც პანკისის ხეობაში თითქმის სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. მოსახლეობის განცხადებით, ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე დიალოგი კატეგორიულად გამოირიცხა. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ხეობაში სიტუაციის მოსაგვარებლად ხელისუფლების სახელზე მიმართვის გავრცელებას აპირებენ. ადგილობრივებმა არ დააკონკრეტეს ვის სახელზე და რა შინაარსის იქნება მიმართვა, თუმცა აღნიშნეს, რომ უახლოეს დღეებში კვლავ შეიკრიბებიან და მთავრობის მისამართით მთავარ მოთხოვნას გაავრცელებენ.

„შეხვედრაზე იყო ბევრ საკითხზე საუბარი, თუმცა ეს შიდა სამზარეულოა. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ ჰესების თემა, რომ ამ საკითხზე დიალოგი კატეგორიულად გამოირიცხოს. თუმცა მიმართვას, თხოვნას გავავრცელებთ ხელისუფლების მისამართით. რა შინაარსის და ვის სახელზე, ამაზე უახლოს დღებში კვლავ შევიკრიბებით და გავასაჯაროებთ. ჩვენი მთავარი მიზანია ხეობაში სიტუაციის დალაგება", - აღნიშნა ადგილობრივმა თამაზ ბაღაკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა