„ქართული ოცნებიდან“ მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ საოლქოს წევრს ძალადობაში ადანაშაულებს

პარტია „ქართული ოცნებიდან“ მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი გიორგი თაბუკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საოლქოს წევრ ლაშა ქველაძეს ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც გიორგი თაბუკაშვილი აცხადებს, საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოსულს, ლაშა ქველაძე თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

,,გუშინ დილით, დაახლოებით 11 საათზე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან გამოვედი, გზაში დამეწია ლაშა ქველაძე. ის ჩემგან მოითხოვდა, რომ მარნეულში არ ჩავსულიყავი, უარის შემდეგ კი თავს დამესხა და ფიზიკურად გამისწორდა. დაზიანებები მაქვს სახის, თავისა და ხელის არეში. ფაქტზე რეაგირების მიზნით მივმართე სამართალდამცავებს, ჩამიტარდა შესაბამისი ექსპერტიზაც“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გიორგი თაბუკაშვილმა.

თაბუკაშვილის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ლაშა ქველაძე და აცხადებს, რომ მისი მხრიდან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 126 მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს ორივე მხარის გამოკითხვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა