სოფიო ხორგუანი მთავრობას და მერიას ავლაბარში ,,ახალი ტფილისის“ მსგავსი პროექტის დაწყებას სთავაზობს

დეპუტატობის კანდიდატი, სოფიო ხორგუანი საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის და ამჟამად ცერემონიების სასახლის მიმდებარედ არსებული ავარიული სახლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას და აღნიშნულ ტერიტორიაზე ,,ახალი ტფილისის“ მსგავსი პროექტის დაწყებას სთავაზობს.

სოფიო ხორგუანის თქმით, თბილისში, ვახტანგ მეექვსის და მის მიმდებარე ქუჩებზე მდებარე არაერთი საცხოვრებელი სახლი, რომელთა შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიცაა, ავარიულ მდგომარეობაშია. ეს მაშინ, როცა ამ უბანს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.

,,ტურიზმის განვითარებისა და აქ მცხოვრები ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით, ხელისუფლებას, მერიას და გამგეობას ვთავაზობ, დაიწყონ „ახალი ტფილისის“ მსგავსი პროექტი. ვინაიდან ეს ტერიტორია ახლოსაა ცერემონიების სასახლესთან, უცხოელები ძალიან ხშირად სტუმრობენ აქაურობას. ამიტომ პროექტის განხორციელება სრულიად რეალურია, რაც შესაძლებლობას გააჩენს, გაიხსნას საგამოფენო სივრცეები, სასტუმროები, კაფე-რესტორნები და ქალაქს კიდევ ერთი მიმზდველი უბანი შეემატოს. სწორი და დროული გადაწყვეტილებებით, მოქალაქეებს ღირსეული საცხოვრებელი გარემო ექნებათ, დამატებითი შემოსავალიც გაუჩნდებათ და ტურისტებიც მეტად დაინტერესდებიან. დღეს ვერც ქალაქის ასეთი დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილს ვუვლით (მოუვლელობა მხოლოდ აზიანებს მის მდგომარეობას) და ვერც იქ მცხოვრებ ადამიანებს ვთავაზობთ მათი პატივისა და ღირსების შესაფერის საცხოვრებელ პირობებს", - აცხადებს დეპუტატობის კანდიდატი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია