დავით ზალკალიანი - საქართველო მყისიერად რეაგირებს ჩვენი პარტნიორების წუხილზე, რომელიც არის დაკავშირებული ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მაძიებელთა ზრდაზე

დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველა იმ კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს და შეამცირებს მოქალაქეების მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის არასწორად გამოყენების ფაქტებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილე საიმონ მორდიუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საკითხს, დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი. საქართველო მყისიერად რეაგირებს ჩვენი პარტნიორების ნებისმიერ წუხილზე, რომელიც არის დაკავშირებული ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მაძიებელთა ზრდაზე. მოგეხსენებათ ამ მხრივ მოვიდა ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნებიდან შეტყობინება. აქედან გამომდინარე, ერთობლივ, მიზანმიმართულ ქმედებას ველოდებით, იმისთვის, რომ მოხდეს შემდგომი პრევენცია, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველა იმ კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს და შეამცირებს მოქალაქეების მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის არასწორად გამოყენების ფაქტებს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 24 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილეს საიმონ მორდიუს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მიგრაციის სფეროში. განსაკუთრებული ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. მხარეების მიერ განხილულ იქნა ერთობლივ ღონისძიებათა სამომავლო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს უვიზო რეჟიმით სარგებლობის შეუფერხებელ ფუნქციონირებას. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილე საიმონ მორდიუ საქართველოს 23-25 აპრილს სტუმრობს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს