ანონსი  25 აპრილი

25 აპრილს, 09:30 საათზე,მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების და ბიზნეს ასოციაციების 150-ზე მეტი წარმომადგენელი.

მის.: სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია“ , რესპუბლიკის მოედანი #1

საკონტაქტო: ინგა ნიკაგოსიანი 77 293979

25 აპრილს, 11:00 საათზე, “კარიტასი საქართველოში „ თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას გადასცემს სამედიცინო, აპარატურას, რომელიც განკუთვნილია კლინიკის ინტენსიური მოვლის და ნეონატალური განყოფილებებისთვის.

ღონისძიებას დაესწრებიან ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ირჟი პრეცლიკი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე.

მის: ლუბლიანას ქ. 21, თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა

საკონტაქტო: თამარ კურტანიძე 593 31 45 04 ; თამარ იაკობაძე 557 38 08 09.

25 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში აკაკი ბობოხიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: შუალედური არჩევნები

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

25 აპრილს, 11:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საპენსიო სააგენტოს ოფისში მივა და განცხადებას გააკეთებს.

თემა: დაგროვებითი პენსიის სქემა

მის: ყიფშიძის 7ბ (საპენსიო სააგენტოს ოფისი)

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

25 აპრილს, 11:30 საათზე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ერთობლივი კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებაზე პროფკავშირების წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებას და მიმართვას მთავრობისადმი, რომელშიც ასახული იქნება საერთაშორისო ექსპერტებთან, იურისტებთან და ეკონომისტებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავებული პრიორიტეტული მოთხოვნები პენსიის ინდექსაციის აუცილებლობაზე.

მის: სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ";

საკონტაქტო: თამარ გედევანიშვილი 599303636

25 აპრილს, 12.00 საათზე, „ფაბრიკაში“ გაიმართება პროექტის - „მოწყვლადი მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან დონორი და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარები და ბავშვთა თემებზე მომუშავე სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ნაჩვენი იქნება პროექტის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმი „მე ვარ ....“ ასევე, გამოფენილი იქნება პროექტის მონაწილეების სურათები.

მის: ე. ნინოშვილის N8

25 აპრილს, 12:00 საათზე, პროექტის - „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ დახურვის ღონისძიება გაიმართება.

თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)

25 აპრილს, 12:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და კომიტეტის წევრები სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

თემა: „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებები“.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

25 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

საკონტაქტო: 228-17-54

25 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

საკონტაქტო: 228-16-37

25 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი კობა ნარჩემაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

თემა: „სტუდენტური პარლამენტის ჩართულობა ქვეყნის ახალგაზრდულ პოლიტიკაში“.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

25 აპრილს, 13:00 საათზე, დამოუკიდებელი იურისტთა ჯგუფი პარლამენტთან აქციას გამართავს.

25 აპრილს,14:00 საათზე,სოლოლაკში, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან იოსელიანი და მისი შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი “ლადო ბაღის" დასაცავ აქციებს იწყებენ.

მის: ამაღლების #40

25 აპრილს , 16:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში , ევროკავშირ -საქართველოს ბიზნეს საბჭო ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ახალ ინიციატივის - „ქართველი მეღვინე ქალის“ პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებას ევროკავშირ -საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანთან ერთად, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გახსნის. პრეზენტაციას ბიზნეს სექტორის გარდა, უცხოელი ელჩები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში ადგილზე მოეწყობა მონაწილე მეღვინეების პროდუქციის დეგუსტაცია.

მის: ლ. გუდიაშვილის ქ. N7, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საკონტაქტო: ლელა გოგოლაძე, 598668806

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლადო კახაძის შეხვედრები ამომრჩეველთან

19:00 - კოტე მესხის ქუჩის დასაწყისი

19:30 ლადო-ალექსი მესხიშვილის ქუჩა (20-ე სკოლის ეზო)

20:00 ბროსეს ქუჩა სკოლის მიმდებარე ტერიტორია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა