სააღდგომო საჩუქრები ამბროლაურში მცხოვრებ 69 ოჯახს გადაეცა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ 69 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საჩუქრები ბენეფიციარებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სოციალურად დაუცველ, 10 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებისთვის, სააღდგომო ნობათის დასარიგებლად 4000 ლარზე მეტი გამოიყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს