სოფელ შინდისთან ავარიისას ხუთი არასრულწლოვანი დაშავდა

სოფელ შინდისთან ავარიისას ხუთი არასრულწლოვანი დაშავდა

გორი-ნიქოზის საავტომობილო გზაზე, სოფელ შინდისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ხუთივე მათგანი არასრულწლოვანია.

„მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლმა და ოთხმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდები სასწრაფო დახმარების ჯგუფებს გორში გადაყავთ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: შინდისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი მოზარდი დაშავდა