ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში პედაგოგებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში პედაგოგებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, შეხვედრის ფორმატში მასწავლებლებმა პოლიტიკური პოზიციების გამო ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე შანტაჟსა და ზეწოლებზე ისაუბრეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციითვე, შეხვედრას ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც ესწრებოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ფაქტი არსებობს კერზაიაზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლისა, პროკურატურა დედამისის გარდაცვალების ფაქტებს არ იძიებს და დამნაშავეებს ხელს აფარებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს