ბორჯომის მუნიციპალიტეტმა წინასააღდგომოდ 660 ოჯახს საჩუქრად ფულადი თანხა ჩაურიცხა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა წინასააღდგომოდ 660 ოჯახს საჩუქრად ფულადი თანხა ჩაურიცხა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 660 ბენეფიციარს საჩუქრად 100 ლარი ჩაერიცხათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ფულადი თანხა მიიღეს: 18 წლამდე ასაკის ოთხ და მეტ შვილიანმა ოჯახებმა; დედ-მამით ობოლმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა; 18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა; მარტოხელა დედებმა; დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა; დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა; დიდ სამამულო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა; ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა; (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს); საქართველოს მთლიანობისთვის ომის ინვალიდებმა (მათ შორის დევნილებიც); ავღანეთის ომის ვეტერანებმა; ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულმა პირებმა; 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულმა პირებმა; 18 წლის ზევით საპენსიო ასაკამდე I ჯგუფის შშმ ინვალიდებმა;

ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა წელიწადში 2-ჯერ როგორც აღდგომის, ასევე ახალი წლის დღესასწაულზე შეუძლიათ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კიდევ 19 სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომელთა მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველ ადამიანთა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მორალური მხარდაჭერაა.