„ნაცმოძრაობის“ წევრი ბათუმის მერს - შპს "ბათუმის წყლიდან" საჯარო ინფორმაციას მივიღებთ თუ არა? ჩვენ ინფორმაციაზე წვდომა არ გვაქვს

ბატონო მერო, შპს "ბათუმის წყლიდან" საჯარო ინფორმაციას მივიღებთ თუ არა? ჩვენ მაკონტროლებელი ორგანო ვართ და ინფორმაციაზე წვდომა არ გვაქვს,- ამ სიტყვებით მიმართა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძემ საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს.

მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის მერიის შპს-ებიდან ოპოზიცია ინფორმაციას ვერ იღებს.

„ჩვენ ვართ მაკონტროლებელი ორგანო და რამდენიმე თვეა ვითხოვთ შპს "ბათუმის წყლიდან" სრულყოფილ საჯარო ინფორმაციას, თუმცა ვერ ვღებულობთ. არ გვაქვს წვდომა, რა ხდება ამ უწყებებში ბატონო მერო! იქნებ გაგვცეთ კონკრეტული პასუხი მივიღებთ ინფორმაციას თუ არა?!"- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წინა სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა