ბათუმობასთან დაკავშირებით ღონისძიებები 28-29 აპრილს გაიმართება

ბათუმობასთან დაკავშირებით წელს ღონისძიებები 28 აპრილის 12:00-დან 29 აპრილის 02:00 საათამდე გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება დამეგობრებული ქალაქების კუთხე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო კუთხე, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში - ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა, წიგნების კუთხე, ფრანების შოუ, თითების თეატრი.

საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე გაიმართება კონცერტი, დაიდგმება მიუზიკლი Welcome To Georgia. 21:00 საათზე ბულვარის კოლონადებთან გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება, რომელსაც დიჯეი დაასრულებს.

ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 28 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი სრულიად უფასოდ მოემსახურება მგზავრებს. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს 12:00-დან 22:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება სასეირნო მატარებელი, რომელიც იმოძრავებს ბათუმის ბულვარის ცენტრალური შესასვლელიდან ახალი ბულვარის მიმართულებით.

28 აპრილს, 09:00-დან 19:00 საათამდე, ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორებისთვის შესვლა თავისუფალი იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს