აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 2018 წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი ხელმძღვანელობდა, 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ კანონმდებლებს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესრულებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების 2018 წლის გეგმა - 267 666,4 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ - 288 841,4 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 107,9 %-ია.

გაერთიანებული სხდომის მონაწილეებს გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა.

მათივე ინფორმაციით, როგორც სხდომაზე აღინიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასთან არსებული ორგანიზაციებისა და პროგრამული ღონისძიებებისათვის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 51 584,4 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ 48 995,1 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 95,0 პროცენტია.

მინისტრებმა მოისმინეს კანონმდებლების მოსაზრებები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.

ერთობლივ სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო