ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებზე და რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2019-21 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს.

როგორც შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების თვალსაზრისით, ქვემო ქართლის რეგიონი ქვეყნის მასშტაბით, მოწინავე პოზიციაზეა, რაც მუნიციპალიტეტებში ახალი პროექტების განხორციელების დამატებით შესაძლებლობას ქმნის.

„საზოგადოებას პერიოდულად, ვაყენებთ საქმის კურსში და ინფორმაციას ვაწვდით 2019 წელს განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. დღეს, ჩვენი შეკრების მიზეზია გარკვეულწილად შევაჯამოთ მიმდინარე პროექტები, რადგან, გვქონდა გამოწვევა, პირველ მაისამდე 75%-ზე მეტი მაჩვენებლით ვყოფილიყავით მზად იმ პროექტების დასაკონტრაქტებლად, რომელიც წელს უნდა განხორციელებულიყო. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სამუშაოები უკვე 98-100%-ით შესრულდა და შედეგად ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვართ. შესაბამისად, გვაქვს ყველა პირობა იმისა, რომ გვქონდეს ამბიცია მივიღოთ დამატებითი ფინანსური რესურსი მუნიციპალიტეტებში ახალი პროექტების განსახორციელებლად“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ამ ეტაპზე ქალაქისთვის პრიორიტეტული პროექტებია: კოსტავას გამზირის #21 კორპუსიდან მეტალურგიულ ქარხნამდე მისასვლელი გზის საფარის რეაბილიტაცია, ასევე ლომოურის ქუჩის გაფართოება და რეაბილიტაციაა. აღნიშნული პროექტების ღირებულება ჯამში, დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს. მოლოდინი იმისა, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი დამატებითი დაფინანსებით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება გახდება შესაძლებელი დიდია.

ამასთანავე, რუსთავში 2019 წელს განსახორციელებელი ინფარსტრუქტურული პროექტების სატენდერო პროცედურების 98 % დასრულებულია და სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს