ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ბენეფიციარებისთვის ტრადიციულად სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტების გადაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტები დღეს უფასო სასადილოს ბენეფიციარებს გადასცა.
„წელს სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტს 550 სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარი მიიღებს. აქედან, 132 მრავალშვილიანი ოჯახია, 250 მზრუნველობა მოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარი, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები 15 ოჯახი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 12 ვეტერანი, დედ-მამით ობოლი 9 ბავშვი, 60 მარტოხელა მშობელი, 12 ას წელს გადაცილებული ხანდაზმულია და უკიდურესად შეჭირვებული 60 ოჯახი, რომელთაც სასაჩუქრე პაკეტები კვების პროდუქტებით გადაეცემათ“,-განაცხადა ნანავამ.