სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მოსამართლის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, დაცვის მხარის პოზიცია უფრო მყარი იქნება

მიმაჩნია, რომ დღევანდელი დათვალიერების შემდეგ, დაცვის მხარის პოზიცია კიდევ უფრო მყარი და დამაჯერებელი იქნება, - ამის შესახებ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, მოსამართლე მადონა მაისურაძე უშუალოდ დაცვის მხარის შუამდგომლობით მივიდა შემთხვევის ადგილზე და გაეცნო იმ კონკრეტულ გარემოებებს, რასაც მხარეები საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

საქმის პროკურორის ლევან ჯალაღანიას განცხადებით კი, იმისათვის, რომ აღსაქმელი ყოფილიყო მოვლენები, რომელიც პროცესებზე გაჟღერდა, მოსამართლემ მხარეთა მოთათბირების საფუძველზე მიიღო შემთხვევის ადგილის ნახვისა და დათვალიერების გადაწყვეტილება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა