ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეებმა ბულვარში კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს

ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეებმა შიმშილობა დაიწყეს. მათ კარვები ბათუმის ბულვარში გაშალეს და აცხადებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმამდე ხელისუფლებამ მიიყვანა.

მათი განცხადებით, ბულვარში ელექტრომობილების მეშვეობით ოჯახებს არჩენდნენ. ელექტრომობილების მეპატრონეები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ის გადაწყვეტილებ გააუქმოს, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით მუშაობა იკრძალება.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეებმა შიმშილობა დაიწყეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა