კობა გვენეტაძე - რეგულაციის მთავარი პრინციპი, რომ სესხი გაიცეს მხოლოდ გადახდისუნარიანობის შეფასების საფუძველზე, არ შეიცვლება

„ფიზიკური პირების დაკრედიტებისას პასუხისმგებლიანი მიდგომების დანერგვის პირველი შედეგები ლარის დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების შეთავაზებები იყო. დღეს უკვე ახალი პროდუქტები გამოჩნდა ბაზარზე - „სესხი რეპეტიტორებს“, ასევე სპეციალური, გამარტივებული შეთავაზებები ემიგრანტებისთვის ბინის შესაძენად ან მათთვის, ვინც საქართველოშია, მაგრამ საზღვარგარეთიდან გზავნილებს იღებს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს.

როგორც კობა გვენეტაძე აღნიშნავს, ეს არის იმის თვალსაჩინო მაგალითები, რომ რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას და გადახდისუნარიანი მომხმარებლებისათვის ახალ, გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს აჩენს.

"ვფიქრობ, რეგულაციის დადებითი ეფექტები საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციაში ტექნიკური ცვლილებები არ შეიძლება შევიდეს. თუმცა, რეგულაციის მთავარი პრინციპი, რომ სესხი გაიცეს მხოლოდ გადახდისუნარიანობის შეფასების საფუძველზე, არ შეიცვლება“, - აცხადებს გვენეტაძე.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ