გუდამაყრის ხეობაში, ხანძრის ადგილზე დამატებითი ქვეითი ძალების შეყვანა გახდა საჭირო

გვიან ღამით, გუდამაყრის ხეობაში, ხანძრის ადგილზე დამატებითი ქვეითი ძალების შეყვანა გახდა საჭირო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გადაწყვეტილება პრევენციულ ხასიათს ატარებდა, რომელიც ღამით ქარის ამოვარდნას უკავშირდებოდა. მათივე განმარტებით, ჯამში ადგილზე 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

„როგორც ცნობილია, რთული რელიეფური პირობების გამო, ხანძრის ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ მეხანძრე-მაშველები ქვეითად მუშაობენ. ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერები და დაკვამლიანება არ ფიქსირდება, თუმცა მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის შესწავლა, რომ მოხდეს ლოკალიზება და ლიკვიდირება. პრევენციის მიზნით დამატებითი ქვეითი ძალების შეყვანამ გაამართლა, ვინაიდან 1 სანტიმეტრითაც არ გაზრდილა ხანძრის ფართობი იმასთან შედარებით, რაც გვიან ღამით გვქონდა“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩდა.

იხილეთ ვიდეო: გუდამაყრის ხეობაში ხანძრის ადგილზე დამატებითი ქვეითი ძალები შეიყვანეს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა