ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში აქცია გაიმართა

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში აქცია გაიმართა. აქცია ბულვარში მდებარე კაფე „სავანეს" მეპატრონეებმა გამართეს. ისინი ობიექტის წართმევის მცდელობაზე საუბრობენ.

„კაფე ჩვენია, წლებია აქ ვმუშაობთ. გვაქვს დოკუმენტები, მაგრამ, როგორც გავიგეთ, 2012 წელს მერიამ ბულვარი კაფეს გარეშე დაარეგისტრირა, ამის შესახებ ორი წლის შემდეგ გავიგეთ. საქმე სააპელაციო სასამართლოშია. ახლა კი მერიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. გვთავაზობენ ჩვენი კაფე იჯარით ავიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დანგრევას აპირებენ“, -განაცხადეს კაფეს მეპატრონეებმა.

ოფიციალური დოკუმენტებით, კაფე კერძო საკუთრებაშია, ბულვარი, სადაც კაფეა, მერიის ბალანსზეა. მერიაში ბრალდებას მოგვიანებით უპასუხებენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს