ელექტრომობილების მეპატრონეები ბათუმის ბულვარში გაშლილ კარვებში შიმშილობას აგრძელებენ

ელექტრომობილების მეპატრონეები მეორე დღეა ბათუმის ბულვარში გაშლილ კარვებში შიმშილობენ. მათი განცხადებით, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებამ, ბულვარში ელექტრომობილების გადაადგილების აკრძალვის თაობაზე, ოჯახები შემოსავლის გარეშე დატოვა. ელექტრომობილების მეპატრონეები ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ.

„ბანკიდან სესხები ავიღეთ, რომ ელექტრომობილები შეგვეძინა, შევიძინეთ და ახლა მუშაობის ნებართვას პირველი მაისიდან არ გვაძლევენ. ბანკში თანხა რით გადავიხადოთ? რა გავაკეთოთ? მთავრობა ფიქრობს ჩვენზე? თანახმა ვართ, რომ რეგულაციები დაწესდეს. ჩვენ არ გავაქირავებთ ელექტრომობილებს ნასვამ პირებზე და შესაბამისად, ინციდენტები თავიდან იქნება აცილებული. არ ვწყვეტთ შიმშილობას, ჩვენ ამ მდგომარეობამდე ხელისუფლებამ მიგვიყვანა“, - აცხადებენ ელექტრომობილების მეპატრონეები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა