დედოფლისწყაროს სათნოების სახლში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

დედოფლისწყაროს სათნოების სახლში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გოჩა სამუკაშვილთან და მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსთან, დოდო ხუნაშვილთან ერთად სოციალური სახლის ბენეფიციარები მოინახულა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სააღდგომო სასაჩუქრე კალათა 230 ბენეფიციარს გადაეცა.

























