სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა

სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა კახაბერ ფარცვანიამ წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, 2017-2018 სასწავლო წლების 86 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა.
„ამ რაოდენობის მედალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეკორდულია. სულ 61 ოქროს და 25 ვერცხლის მედალი გაიცა.
სახელმწიფო რწმუნებულმა მედალოსნებს მიღწეული წარმატება მიულოცა.
,,წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” პროგრამას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

























