ქართველი მეზღვაურების განცხადებით, ლიბიაში ყოფნისას საგარეო უწყება მათ დახმარებას უწევდა

ლიბიიდან დაბრუნებული ქართველი მეზღვაურები ახლობლების პროტესტს ემიჯნებიან და აცხადებენ, რომ ლიბიაში ყოფნისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მათ სისტემატიურად უკავშირდებოდნენ და დახმარებას უწევდნენ.

მათი თქმით, გუშინ სარფის საბაჟოზე საქართველოში დაბრუნებისას პროცედურა გაჭიანურდა, რაც მეზღვაურების ახლობლებმა გააპროტესტეს და საგარეო საქმეთა სამინისტრო უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

„საბაჟო პროცედურები გაჭიანურდა, რადგან დამატებითი კითხვები იყო, ამ დროს ახლობლები შემოვიდნენ და ინფორმაციის სიმწირის გამო, ემოციურ ფონზე აღელვება მოხდა. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსი, ხანდახან დღეში ორჯერ გვირეკავდნენ, თურქეთის საკონსულოშიც ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ ქართული მხარე ინტენსიურად გვკითხულობდა. სტამბულშიც საელჩოს წარმომადგენელი დაგვხვდა და გამოგვაცილა“, -განაცხადა მეზღვაურმა რაულ ტაკიძემ.

ამასთან მეზღვაურები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან დავით რაზმაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

„დავით რაზმაძის მეგობრები ვიყავით, ბათუმიდანაც ერთად წავედით გემზე, მის შესახებ ყველაფერი ვიცოდით, რა სტრესიც გადაიტანა 2008 წელს", -განაცხადა მეზღვაურმა მანუჩარ კეკელიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია