აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა წარჩინებული კურსდამთავრებულები მედლებით დააჯილდოვა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები მედლებით დააჯილდოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე იულიხის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი ანდრო კაჭარავა იმყოფებოდა, რომელმაც მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ახალგაზრდების მხარდაჭერისათვის, მიულოცა სტუდენტებს ეს დღე და ესაუბრა იმ გზის შესახებ, რომელიც მან აბაშის პირველი საჯარო სკოლიდან, იულიხის კვლევით ცენტრამდე განვლო.

„ეს ჯილდო მხოლოდ თქვენი წარმატებული გზის დასაწყისია. გილოცავთ ყველას! თქვენთან ერთად ვულოცავ სკოლას, პედაგოგებს, მშობლებს, თქვენი წარმატება მათი დიდი დამსახურებაა. ჩემთვის დიდი პატივია, გადმოგცეთ ოქროსა და ვერცხლის მედლები. მხოლოდ საკუთარი შრომით და პროფესიონალიზმით შეგიძლიათ იყოთ წარმატებულები. მიიღეთ კვალიფიციური განათლება, გახდით თქვენ მიერ არჩეული პროფესიის საუკეთესო მსახურნი, ყველაზე დიდი ბედნიერება ხომ სამშობლოს წინაშე სამსახურია. თქვენი ენერგია, განათლება, ინტელექტი, სჭირდება ჩვენი ერის მომავალს,”-მიმართა ლევან მაკალათიამ კურსდამთავრებულებს.

აბაშის მერმა სტუდენტებს, პედაგოგებსა და მშობლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა.

დაჯილდოვების ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ აბაშის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ლევან მგალობლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, მერის პირველი მოადგილე ირაკლი პერტენავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი, საკრებულოს წევრები, პედაგოგები, მშობლები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.

2017-2018 სასწავლო წელს აბაშის მუნიციპალიტეტს 12 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო