გორის მერმა სხვადასხვა ორგანიზაციებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

გორის მერმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სხვადასხვა ორგანიზაციებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიულოცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონსტანტინე თავზარაშვილმა და მისმა მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა მათ საჩუქრად ტკბილეული და ტანსაცმელი გადასცეს.

„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღის ცენტრებს „ბილიკსა“ და „სხივს“, გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს“, გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებულ უფასო სასადილოსა და მცირე საოჯახო ტიპის სახლს სტუმრობდნენ. ორგანიზაციებში სტუმრობისას პატარების განწყობაზე გასართობ ცენტრ „ქიდსლენდის“ ანიმატორი ზრუნავდა. „სხივის“ აღსაზრდელებმა სტუმრებს საკუთარი ხელით გამომცხვარი სააღდგომო კექსებით უმასპინძლს.

სააღდგომო ნობათების შესაძენად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ტანსაცმელი კი გორის მერიას საქართველოს წითელმა ჯვარმა აჩუქა,“ - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს